ეპიზოდები სახარებიდან

ეპიზოდები სახარებიდან

Sunday, November 22, 2015


მე-16 საუკუნის სახარება, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი
უდიდესი ცათა სასუფეველში


მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც  შეიწყნარებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.   

ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმში დაცული სახარება და მინიატურები
ხეს ნაყოფით იცნობთ

მოერიდეთ ცრუწინასწარმეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს და ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება.
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.

არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ; გამშორდით ურჯულოების მოქმედნო.